ჩოგი

პროდუქტის აღწერა

ტრადიციული თუშური მდნარი ყველი - ჩოგი, მზადდება თუშეთში ცხვრის ნედლი რძისაგან, აგვისტოს თვეში.

აგვისტოს თვეში თუშური ცხვარი წველას იკლებს, რძე კი მეტი ცხიმიანობით გამოირჩევა ამ ახალმოწველილ რძეს, ასხამენ კასრში და ათბობენ 36 - 37 C ტემპერატურაზე, შემდეგ კი ამატებენ კვეთს, უკვე შედედებული მასიდან ამოიყვანენ ყველის თავს, რომელიც დაიწურება შრატისაგან, მაგრამ, გუდის ყველისაგან განსხვავებით, იდება არა გუდაში არამედ ხის კასრში, რის ძირშიც ჩაწყობილია არყის ხის ნაჭრები, რათა ყველიდან ბოლომდე გამოიწუროს შრატი, კასრს ეფარება სარქველი და იდგმება ბნელ ადგილას დაახლოებით 1 კვირა, ამის შემდგომ კასრი აიხდება. ამოაქვთ უკვე შეობებული ყველი და აწყობენ მზეზე გასაშრობად.

შემშრალი ყველი ხელახლა ეწყობა უკვე გასუფთავებულ კასრში ოღონდ ზემოთა თავები ჩადის ძირში, ხოლო ქვემოთა - ზემოთ, კასრს ეფარება სარქველი და იდგმება ისევ ბნელ ადგილას დაახლოებით 1 კვირით (ეს დამოკიდებულია გარე ტემპერატურაზე, რაც ყველის დამწიფების სიჩქარეზე ახდენს გავლენას). ამის შემდგომ უკვე დამწიფებული ყველს ეყრება მარილი, 10კგ-ზე 2კგ, და იზილება ხელით მანამ, სანამ ყველის მასას ხელი აღარ აიკრავს. უკვე გადაზელილი ჩოგი ჩაიდება გუდაში გაივლის მინიმუმ 20 დღიან მომწიფების პერიოდს და მზადაა სარეალიზაციოდ.
ჩოგი გამოირჩევა განსაკუთრებული პიკანტური არომატითა და გემოთი, ინახება 12 თვეზე მეტხანს +12 C ტემპერატურამდე.

ჩოგი თუშური გუდის ყველის ამ სახეობის ტრადიციული სახელწოდებაა.

ვებ-გვერდი მომზადდა ევროკავშირის, ოქსფამ საქართველოს და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მხარდაჭერით. ვებ-გვერდი შინაარსზე პასუხისმგებელია კოოპერატივი ალაზნისთავი და მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იქნეს მიჩნეული ევროკავშირის, ოქსფამ საქართველოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მოსაზრებებად