ჩვენ შესახებ

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ალაზნისთავი“ 2015  წელს ჩამოყალიბდა „ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის“ (ENPARD)  და მის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“  ფარგლებში,   როგორც თუშური გუდის ყველის ტრადიციული ტექნოლოგიით მწარმოებელი კოოპერატივი და იმავე წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.

„ალაზნისთავის“ საწარმოო ფერმა ზღვის დონიდან 2100 მეტრზე  მდებარეობს,  ხოლო კოოპერატივის საზაფხულო იალაღები კი ზღვის დონიდან 2000 - 3200 მეტრამდე ვრცელდება, ალპურ და სუბალპურ ტერიტორიებზე, რაც ტრადიციულ ტექნოლოგიასთან ერთად განაპირობებს კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქციის უნიკალურობასა და ხარისხს.

„ალაზნისთავში” ამოჰყავთ ნამდვილი გუდის ყველი, უძველეს ტრადიციებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით გამართულ ყველის საწარმოში, სადაც გათვალისწინებულია ყველა ის ნორმა, რასაც ზემოხსენებული სტანდარტები მოითხოვს (საწარმოო სტანდარტი # 22801924-001-2016).

ამჟამად “ალაზნისთავი” ამზადებს ოთხი სახის ტრადიციულ გუდის  ყველს: “სვილობი”-  ცხვრის გუდა, “ლარტუშო” - ძროხის გუდა, “დოვნა”- ცხვრისა და ძროხის რძის შერეული გუდა და “ჩოგი”- მდნარი გუდის ყველი. თითოეული ერთმანეთისაგან  განსხვავდება შემადგენლობით და გემოვნური თვისებებით.

კოოპერატივის ბრენდირებული გუდის ყველი ეტაპობრივად ითვისებს  თბილისის სუპერმარკეტების დახლებს და ამავდროულად პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ისრაელში (პროდუქტი რეალიზდება ვაკუუმში შეფუთული 100 - 300 გრამიანი ნაჭრებით).

დღეისათვის საწარმოში ყოველწლიურად  მზადდება  6 - 8 ტონა ყველი, შემდეგ წლებში კი მოცულობა 15 ტონამდე გაიზრდება. სამომავლოდ „ალაზნისთავი“ გეგმავს საწარმოო პროცესში ბიოსტანდარტის დანერგვას.

 

 

 

               

 

             

 

 

 

 

ვებ-გვერდი მომზადდა ევროკავშირის, ოქსფამ საქართველოს და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მხარდაჭერით. ვებ-გვერდი შინაარსზე პასუხისმგებელია კოოპერატივი ალაზნისთავი და მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იქნეს მიჩნეული ევროკავშირის, ოქსფამ საქართველოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მოსაზრებებად